ყოფილი ძალოვანი, რუსლან შამახია ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში დეტალურად საუბრობს ძალოვან სტრუქტებში არსებულ სიტუაციაში.
შამახია ამბობს, რომ პოლიციელს, რომელიც მთავრობის მომხრე არ არის მასზე ძალადობენ.
„დღემდე ყველამ კარგად ვიცით, რომ კრიმინალი და პოლიციელი ერთად დგანან საარჩევნო უბანთან.
ის რომ კრიმინალს და პოლიციელს ერთნაირი თანასწორი უფლება აქვს ორივეს, ეს არ მოსწონს ბევრს. აქედან გამომდინარე, ის ხედავს, რომ ჩამორღვეულია სისტემა, ტოვებს საქართველოს და მიდის საზღვარგარეთ.
მაგ პერიდოში დააკავეს ჩვენი მეგობარი პოლიციის მაიორი ლექსო რაფავა, ამირან ჯანაშია, გია დათიაშვილი. ეს მათი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე ჩაუდეს იარაღები.
თუ ამ ხელისუფლებას არ ემხრობა და ხმას არ აძლევ, ეძახიან იმ პოლიციელს და ეუბნებიან, ეს შენი ოჯახის წევრია, ხმას არ გვაძლევს და უნდა მიხედო. შენ რომ გიწევს, თუნდაც ფბ გვერდზე იმის დადება, რომ ვაკანსიები გაქვს და კადრები არ გყავს, ამით ყველაფერი ნათელია“, - ამბობს ყოფილი ძალოვანი, რუსლან შამახია.