სოსო გოგაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს პროკურატურაში უჩივის

სოსო გოგაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს პროკურატურაში უჩივის

19-08-2022, 13:11 - 2022
641
       

სოსო გოგაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს პროკურატურაში უჩივის. 

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მისი დაკავებისას ღირსების შემლახველი მოპყრობის დადგენას ითხოვს. 

შესაბამისი განცხადებით გენერალურ პროკურატურას მისმა ადვოკატებმა მიმართეს. გოგაშვილი ასევე ითხოვს საგამოძიებო უწყება ე.წ. საშხაპის ეპიზოდით დაინტერესდეს და დაადგინოს მართლაც ჰქონდა თუ არა მუქარას ადგილი შს მოქმედი მინისტრისგან.

დღესვე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჩვენების მისაცემად დაბარებულია ნინი გოგაშვილი, რომელმაც ჩვენება უნდა მისცეს მამის დაკავების დღეზე და ციხეში მასთან შეხვედრაზე, მაშინ როდესაც გოგაშვილი ჯერ წინასწრ პატიმრობაშია და მსჯავრდებული არაა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები