სოფელ ავლევში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

სოფელ ავლევში ახალგაზრდა ქალი მოკლეს

19-08-2022, 12:56 - 2022
706
       

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში 30 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს.

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული თ.კ. დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებული ნაცნობი ქალი - თ.ჩ. გაგუდა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები