მდინარე იორის არხში 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს

მდინარე იორის არხში 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს

19-08-2022, 12:05 - 2022
669
       

უჯარმაში, მდინარე იორი არხში 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს.

სამძებრო სამუშაოები ადგილზე გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მამიდაშვილთან ერთად, მდინარეზე საბანაოდ წავიდნენ, რა დროსაც, ერთ-ერთ ძმას სავარაუდოდ ფეხი დაუცდა, მეორე კი წყალში მის გადასარჩენად შევიდა.

სოფელში ამბობენ, რომ ახალგაზრდები ადგილობრივები არ არიან და უჯარმაში სტუმრად ჩავიდნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები