„მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი, ლაშა ნაკაიძე ოჯახში ძალადობის, გაუპატიურების მცდელობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე (ოჯახში ძალადობა), 111 137-ე (ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობა) და 111 151-ე (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) მუხლებით მიმდინარეობს.
ტელეკომპანიის ცნობით, ნაკაიძის შესაძლო დანაშაულის შესახებ პოლიციას თავად ერთ-ერთმა თანამშრომლემა აცნობმა, ხოლო ტელეკომპანია მასთან თანამშრომლობას აჩერებს.
„მთავარი არხი გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება. 2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად "მთავარი არხის" ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.
ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, მთავარი არხი ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას“, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.