გოგაშვილი - „ქართული ოცნება“ ჩამშვებს მიწოდებს, ამით ყველა ჩემ ბრალდებას ადასტურებენ

გოგაშვილი - „ქართული ოცნება“ ჩამშვებს მიწოდებს, ამით ყველა ჩემ ბრალდებას ადასტურებენ

16-08-2022, 12:06 - 2022
761
       

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.

ის წერს, რომ „ქართული ოცნება“ თავისი „რუსული კრიმინალური მენტალიტეტიდან“ გამომდინარე მას „ჩამშვებად“ აღიქვამს.

ჩემს მიერ გამოქვეყნებული დიალოგი არის მიახლოებითი აღწერა იმ სიტუაციისა, როდესაც ხდება გაფუჭებული საქმის გამოსწორება. მე პირადად არაერთხელ დავსწრებივარ მსგავს თათბირს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს სიმართლეს. ოცნება თავისი რუსული კრიმინალური მენტალობიდან გამომდინარე მე აღმიქვამს მოღალატედ და ჩამშვებად. ვერ ხვდებიან, რომ ამით ისინი ადასტურებენ ჩემს მიერ გაჟღერებულ კრიმინალურ ფაქტებს. დიახ, თქვენ ხართ კრიმინალები და სახელმწიფო დამნაშავეები, რომლებიც ღალატობთ თქვენს ქვეყანას, ხოლო მე ვარ თქვენი სიბინძურის მამხილებელი თავის ტკივილი“, - წერს სოსო გოგაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები