ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ მტრის იარაღად იქცა

ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ მტრის იარაღად იქცა
12-08-2022, 13:32 - 2022
318

„რატომ ვეძახით უსამშობლოებს? იმიტომ, რომ თავად გააკეთეს ეს არჩევანი, როცა უარი თქვეს სამშობლოზე და კოლაბორაციაში შევიდნენ ოკუპანტთან“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ მტრის იარაღად იქცა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.

რატომ ვეძახით უსამშობლოებს? იმიტომ, რომ თავად გააკეთეს ეს არჩევანი, როცა უარი თქვეს სამშობლოზე და კოლაბორაციაში შევიდნენ ოკუპანტთან. როცა იქცნენ მტრის იარაღად საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. ვისაც ჩვენ უსამშობლოს ვეძახით, ყველა ზარბაზანია მტრის ხელში, მომართული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. პუტინის მეზარბაზნეები კი არ არიან, თავად არიან პუტინის ზარბაზნები.

ადამიანს, რომელიც იმაზე მიდის, რაზეც მიდის „რუსული ოცნება”, სამშობლო აღარ გააჩნია. უსამშობლოა. ადამიანი, ვისაც სამშობლო აქვს, ვისაც ჯერ კიდევ სამშობლოდ მიაჩნია ეს ქვეყანა, ასე უბრალოდ ვერ მოიქცევა.

ასე მოქცევას წინ უსწრებს სამშობლოზე უარის თქმა. ამდენად, ვინც ასე იქცევა, უკვე უსამშობლოა
“, - წერს მელია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა