დავით არახამია - საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს

დავით არახამია - საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს

12-08-2022, 12:10 - 2022
640
       

„აგვისტოს ომის დღეებში „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს“, - ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა, დავით არახამიამ განაცხადა.

ზელენსკის გუნდის წევრი აცხადებს, რომ ამ დღეებში შეგნებულად ჰქონდა აღებული პაუზა, რათა „ოცნების“ ლიდერების შეფასებები მოესმინა 2008 წლის ომის შესახებ.

გამარჯობა, საქართველო! დღეს გადავწყვიტე ვიდეომიმართვის ჩაწერა იმიტომ, რომ რამდენიმედღიანი პაუზა ავიღე, რომ მომესმინა, რა რეაქცია ექნებოდა საქართველოს ხელისუფლებას აგვისტოს ომის წლისთავზე.

მინდოდა მომესმინა, ეყოფოდა თუ არა რომელიმე მათგანს სიმამაცე იმისათვის, რომ დაეგმო აგრესორი საქართველოს გამო მაინც, თუ უკრაინაზე არაფერს ამბობენ, იქნებ, ის მაინც გაეხსენებინათ, რამდენი ბოროტება და სიკვდილი მოუტანა ომმა საქართველოს.

როგორც მოსალოდნელი იყო, არც ერთი საღი  რეაქცია საქართველოს ხელისუფლებისგან არ ყოფილა... იმიტომ რომ შიში აქვთ, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებაზე მუშაობენ. ერთადერთი, რაც ვიპოვე, ქართული მედიასივრცის მონიტორინგი რომ ჩავატარე, ჩემი ინიციატივა  იყო, დეპუტატებისთვის დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევა რომ მოვითხოვე, იმიტომ რომ მეც დეპუტატი ვარ... და ეს დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევის ამბავი გაბუქეს, თითქოს რაღაც სპეცოპერაცია იყო და ასე შემდეგ.

ამიტომ, სპეციალურად ბატონი ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეებისთვის, დემონსტრირებას ვუკეთებ ჩემს დიპლომატიურ პასპორტს, დემონსტრირებას ვუკეთებ 5 წლიან სამთავრობო ვიზას ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ გაიგონ, მსგავსი ვიზები, საბედნიეროდ, მათთვის უკვე მიუღწეველია და უახლოეს პერიოდში, როდესაც ევროპული სანქციების მე-8 პაკეტი ამოქმედდება, ჩვენ ყველა ვნახავთ, ვის როგორი პასპორტი ექნება და ვინ სად წავა
“, - განაცხადა დავით არახამიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები