კალაძე რუსების შემოსვლაზე - ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მივესალმები

კალაძე რუსების შემოსვლაზე - ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, მივესალმები
11-08-2022, 17:05 - 2022
753

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში, რუსების უკონტროლო შემოდინებაში პრობლემას ვერ ხედავს.

ის თანამოაზრეების მსგავსად, ტურისტებს მიესალმება:

რა თქმა უნდა ნორმალურია, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველო ომს არ იწყებს და ომში არ ერთვება. საქართველოში "მეორე ფრონტი" არ იქნება, საქართველო სანქციებს არ უერთდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, თუ რომელიმე კომპანია ან პიროვნება სანქცირებულია, რა თქმა უნდა, ამას საქართველოში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და არსებობს კანონი“, -  ამბობს მერი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა