რიყეზე, ერთ-ერთ ბარში 6 ადამიანი იარაღით დაჭრეს

რიყეზე, ერთ-ერთ ბარში 6 ადამიანი იარაღით დაჭრეს

8-08-2022, 23:48 - 2022
891
       

რიყეზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია,  შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1990 წელს დაბადებული ბ.მ. რომელსაც  ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ედება.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 აგვისტოს,  რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ამავე ბარის დაცვის 5 თანამშრომელსა და მათ ერთ მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ამავე ბარის დაცვის 5 თანამშრომელსა და მათ ერთ მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. ამჟამად ისინი სახლში განაგრძობენ მკურნალობას.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი
“, - წერია უწყების განცხადებაში

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები