მედვედევი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, ეს კარგად ესმის საქართველოს ხელისუფლებას

მედვედევი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, ეს კარგად ესმის საქართველოს ხელისუფლებას

8-08-2022, 23:40 - 2022
570
       

„უკრაინა და საქართველო ვერ მიაღწევენ გაწევრიანებას ვერც ნატოში და ვერც ევროკავშირში“, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რუსულ სამთავრობო მედია TASS- თან ისაუბრა. 

მედვედევმა „ქართული ოცნების“ ისტორიულ-პოლიტიკურ არჩევანზეც ისაუბრა.

რაც შეეხება საქართველოს ახალ შესაძლო აგრესიას მისგან გამოყოფილი ტერიტორიების წინააღმდეგ, ეს შეუძლებელია. ჩვენთვის დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რომლებთანაც ჩვენ მეგობრული ურთიერთობა დავამყარეთ და სადაც ჩვენი სამხედრო ბაზებია განთავსებული. და ეს კარგად ესმით საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას. ისინი კიდევ ერთხელ არ გამოცდიან ბედს და არ შევლენ დაპირისპირებაში ისეთ ძალასთან, როგორიც რუსეთია“, - ამბობს მედვედევი. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები