მელია „ქართულ ოცნებაზე“ - უსამშობლო კაპიტულანტები

მელია „ქართულ ოცნებაზე“ - უსამშობლო კაპიტულანტები
8-08-2022, 14:25 - 2022
363

„რაც მტერმა ვერ შეძლო იარაღის ძალით, ის შეძლო რბილი ძალით ამ ბოლო წლებში, ამ ხელისუფლების პირობებში“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს, რომ რუსეთი ოკუპანტია.

ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც სცხვენიათ! ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს.

პარტიის თავმჯდომარემ ასევე გაიხსენა ის შემთხვევებიც, როდესაც საქართველოში პუტინის მოწინააღმდეგე ადამიანებს არ უშვებდნენ და აღნიშნა, რომ ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ხელისუფლების ტყუილი, „თითქოს რუსეთის ყველა მოქალაქე საქართველოში რეჟიმს გამოქცეული დისიდენტები არიან“.

„რა არის გამოსავალი? ამ სიტუაციიდან ერთადერთი რეალური გამოსავალი - რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა
“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა