პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, გიორგი გახარიას თქმით, იმ გამოწვევების წინაშე, რომელშიც დღეს საქართველო დგას, სავიზო რეჟიმი უნდა იყოს განხილული.
გახარია ამბობს, რომ ქართული სახელმწიფოს მოვალეობა, პირველ რიგში საქართველოს ინტერესების დაცვაა და არა ზრუნვა, მოგონილ საფრთხეებზე.
„იმ გამოწვევების წინაშე რომელშიც დღეს ქვეყანაა, სავიზო რეჟიმი უნდა იყოს განხილული, ჩვენ უნდა მივესალმოთ საქართველოში ქვეყნის სტუმრებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს, ეს ყველაფერი თუ არ იქნა დარეგულირებული გარდა უსაფრთხოების რისკებისა ხვალ და ზეგ ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ ეკონომიკურ რისკებს შეუქმნის, ეს იქნება სხვადასხვა ბიზნეს სფეროში, სხვადასხვა კონკურენციები, ამიტომ ჩვენი მოვალეობაა და ქართულის სახელმწიფოს მოვალეობა, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაიცვას და არ ზრუნავდეს გაურკვეველ ასე ვთქვათ, მოგონილ აბსოლუტურად მოგონილ საფრთხეებზე“, - ამბობს გიორგი გახარია