„გიდასტურებთ, მივდივარ“ - ამირან გამყრელიძე

„გიდასტურებთ, მივდივარ“ - ამირან გამყრელიძე
8-08-2022, 13:02 - 2022
631

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას თანამდებობის დატოვების შესახებ. 

მისი თქმით, დღეს სამინისტროში შეხვედრა გაიმართება, სადაც საუბარი იქნება „ხავერდოვან გადაბარებაზე“.

გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ, დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას, მოგეხსენებათ ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა, ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, დავსახავთ გეგმას გარდამავალი პერიოდის და ამის შემდეგ მე ვტოვებ პოსტს“, - თქვა გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, მიზეზებზე, თუ რატომ ტოვებს თანამდებობას ცენტრის წინაშე ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრებს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა