პაპუაშვილი „ენმ“-ზე: საქმით ყოველ ნაბიჯზე ანტიევროპულობას ადასტურებენ

პაპუაშვილი „ენმ“-ზე: საქმით ყოველ ნაბიჯზე ანტიევროპულობას ადასტურებენ
8-08-2022, 12:24 - 2022
350

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამხმარე ორი პარტია საპარლამენტო საქმიანობიდან გამიჯნულია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პარტიები ცდილობენ, ყველანაირად დააზიანონ პროცესი და „ეს კლიმატს აუარესებს“.

ოპოზიციაში სამი პარტიაა, რომელიც საპარლამენტო საქმიანობას გაემიჯნა, 8 საპარლამენტო ჯგუფიდან 5 მონაწილეობს საპარლამენტო მუშაობაში, ხოლო სამი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ორი დამხმარე პარტია საპარლამენტო საქმიანობიდან გამიჯნულია. ცდილობენ, ყველანაირად დააზიანონ ეს პროცესი. ეს სამწუხაროა, რადგან როდესაც სიტყვით ევროპულობაზე საუბრობენ, საქმით ყოველ ნაბიჯზე ანტიევროპულობას ადასტურებენ - თავისი ქცევით, პოლიტიკით, გადაწყვეტილებებით, ამას საზოგადოება ხედავს. სამწუხაროა, რადგან ეს კლიმატს აუარესებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა