საქართველოს თავდაცვის მინისტრი განცხადებას აკეთებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი განცხადებას აკეთებს

8-08-2022, 11:33 - 2022
892
       

საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ცივილურმა სამყარომ 14 წლის შემდეგ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, უნდა დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ცივილური სამყაროს მიმართულებით.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს. ჩვენი ხელისუფლება პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას. 14 წლის შემდეგ ცივილურმა სამყარომ დღეს, ალბათ, საუკეთესოდ გაიაზრა, რომ 2008 წელს უნდა შეენარჩუნებინა მეტად პრინციპული პოზიცია. ეს პრინციპული პოზიცია ჩემი აზრით, დღესაც შეიძლება იყოს გამოხატული და დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ცივილური სამყაროს მიმართულებით, იქნება ეს კოლექტიური უსაფრთხოება, ევროკავშირი თუ სხვა ორგანიზაცია“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები