უკრაინა - რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს

უკრაინა - რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს

7-08-2022, 13:54 - 2022
521
       

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოითხოვს ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაციას. 

ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით.

რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპაციის ქვეშ ჰყავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე. უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - აცხადებენ სამინისტროში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები