მელია - 14 წლის თავზე თუ ჩავბარდებით ოკუპანტებს, გმირი თანამოქალაქეების დაღვრილი სისხლი შეიძლება ამაოდ იქცეს

მელია - 14 წლის თავზე თუ ჩავბარდებით ოკუპანტებს, გმირი თანამოქალაქეების დაღვრილი სისხლი შეიძლება ამაოდ იქცეს

7-08-2022, 13:50 - 2022
449
       

„დღეს ომის შემდეგ, 14 წლის თავზე თუ ჩვენ ჩავბარდებით ოკუპანტებს და არ ვივარგებთ, ჩვენი გმირი თანამოქალაქეების­ დაღვრილი სისხლი სამწუხაროდ, შეიძლება ამაოდ დაღვრილ სისხლად იქცეს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს მუხათგვერდის სასაფლაოზე განუცხადა.

მისი თქმით, ახლა პარტიული ინტერესი გვერდით არის გადასადები და საჭიროა, ეროვნული ინტერესის გარშემო კონსოლიდაცია.

მათ სისხლი დაღვარეს და ასე დაიცვეს სამშობლო და მხოლოდ დღეს უსამშობლოებს უტრიალდებათ ენა, რომ ჩრდილი მიაყენონ მათ თავდადებას და თქვან, რომ ჩვენს გმირ ვაჟკაცებს არ ჰქონდათ გააზრებული თუ რას აკეთებდნენ, რომ ჩვენმა გმირმა ვაჟკაცებმა ტყუილად იბრძოლეს და ტყუილად დაღვარეს სისხლი. დიახ, სიმართლე ისაა, რომ მათ სიცოცხლე გაიმეტეს იმისათვის, რომ ბევრი სიცოცხლე გადაერჩინაათ და დღეს ომის შემდეგ, 14 წლის თავზე თუ ჩვენ ჩავბარდებით ოკუპანტებს და არ ვივარგებთ, ჩვენი გმირი თანამოქალაქეების დაღვრილი სისხლი სამწუხაროდ, შეიძლება ამაოდ დაღვრილ სისხლად იქცეს. დიახ, დღეს ჩვენ თუ არ ვივარგეთ ყველა ჩვენი გმირი წინაპრის თავდადებამ შეიძლება დაკარგოს აზრი და საზრისი. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გავიაზროთ, რომ საფრთხე, რასაც ებრძოდნენ ჩვენი გმირი ვაჟკაცები არის რეალური, როგორც არასდროს და გამოსავალი არის ერთობა, სრული მობილიზაცია და კონსოლიდაცია ეროვნული ინტერესის გარშემო.

დაე, ამ ვაჟკაცების დაღვრილმა სისხლმა აადუღოს თითოეული ქართველი ადამიანის ძარღვებში სისხლი ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად. დღეს, საფრთხე, გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ფაქტებით დასტურდება, რომ სავსებით რეალურია და უნდა მოვბილიზდეთ ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. ყველა პარტიული ინტერესი არის გვერდით გადასადები და ეროვნული ინტერესი არის წინ წამოსაწევი
”, - განაცხადა მელიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები