ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკკა ჰაავისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე განცხადებას ავრცელებს.
ის საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას გამოხატავს.
„რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის 14 წლისთავზე, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ფინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ეკუთვნის“, - წერს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.