საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაცია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს.
ეპიცენტრი წალკის მუნიციპალიტეტთან იყო.
„დღეს, თბილისის დროით 21:52 საათზე სოფელ სალამალეიქისთან მოხდა 3.0 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - წერს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი.