სამხრეთ უკრაინაში, ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებების ხმა გაიგეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, უკრაინა, სავარაუდოდ, თავს დაესხა დარიევსკის ხიდს, მდინარე ინგულეცზე და მის გვერდით რუსული ჯარების პოზიციებს.
მედიის ცნობით, მანამდე აფეთქებები ოკუპირებულ ქალაქ ნოვა კახოვკაში ისმოდა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამ დრომდე უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა ოფიციალური დადასტურება აღნიშნული იერიშის შესახებ.