„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას „ქსენოფობიად“ მიიჩნევს.
კობახიძე იმუქრება, რომ რუსების მიმართ ქსენოფობიაზე მკაცრი პასუხი ექნება.
„ეს არის მიზანმიმართული ქსენოფობიური კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო. არავითარ ნორმებში და სტანდარტებში არ ჯდება. ვინმეს თუ უნდა ევროპელობა, ქსენოფობიით ამას ვერ დაამტკიცებენ. შესაბამისად, საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ შეზღუდვები დავაწესოთ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი“, - განაცხადა კობახიძემ.