„ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის აზრით, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი რომ დაწესებულიყო საქართველოში ვერ შემოვიდოდა ათასობით ფაქტობრივად დევნილი ადამიანი.
მისივე თქმით, ღია კარის პოლიტიკა გაგრძელდება და ქვეყანაში ნებისმიერი კეთილგანწყობილი ადამიანი შემოვა.
„სავიზო რეჟიმი თქვენმა ბელადმა შემოიღო თვის ავაზაკ მეგობრებთან ერთად. მიხაკებით რომ დაადგა იქ და რომ ამაყობდა, რომ ყველა სასტუმრო საქართველოში რუსებით არის სავსეო. მანიპულაციას ემსახურება ეს, ადამიანების შეცდომაში შეყვანას, ქსენოფობიური განწყობების დანერგვას, რომ მერე ქუჩაში ადამიანებმა სდიონ ერთმანეთს და თავში ქვები და ჯოხები ურტყან, აი ამას ემსახურება. შევეცდებით, რომ ამ ქვეყანაში ეს არ მოხდეს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.