ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე ეკა ბესელიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.
ბესელია ამბობს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია და „ქართული ოცნება“ ახლაც უსმენენ როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს, ისე თანაგუნდელებს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ახლა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები. შარშან დამკითხეს, ახლა მცნეს დაზარალებულად. მე სულ მქონდა კომუნიკაცია, მოვითხოვე დაზარალებულად ცნობა და ვიცი, რომ სტრასბურგშიც არის გაგზავნილი განაცხადი, მაგრამ მთავარი რასაც ვითხოვ, არის ის, რომ სახელმწიფოში ვინმემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ამ სისტემურ დანაშაულებზე. ეს არის ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი, საკუთარ ხელისუფლებაში კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, ელჩებს, ყველა რომ უსმენ, ჟურნალისტებს და სასულიერო პირებს ხომ საერთოდ, ამ მასშტაბის თვალთვალი და კონტროლი არ მახსოვს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კრებსებში, რომელიც გასულ წელს გავრცელდა, ეკა ბესელიას სასულიერო პირებთან კომუნიკაცია იყო ასახული. საუბრები 2017-2018 წლებში იყო ჩაწერილი, როდესაც ბესელია „ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.