კალაძე რუსებზე - ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოსვლას

კალაძე რუსებზე - ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოსვლას
4-08-2022, 12:34 - 2022
534

თბილისის მერი, კახი კალაძე საქართველოში რუსების მასობრივ შემოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ტურისტების შემოსვლას მთავრობა მიესალმება.

მისი განცხადებით, ხელისუფლება ამ მიმართულების გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემსოვლას და ყოველთვის ხელს შევუწყობთ ამ მიმართულების გაძლიერებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და ზოგადად ტურისტული მიმართულების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებას ხელი შეუწყოს, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან, პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ადამიანების დასაქმებასთან და ა.შ“, - განაცხადა კალაძემ. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა