„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც რუსეთთან კონკრეტული პოლიტიკური ვალდებულებები აქვს“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველა ნაბიჯს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ დგამს.
„ხელისუფლება სიტყვით პროდასავლურია. იმასაც იძახის, რომ ნატოში, ევროკავშირში მინდაო, მაგრამ საქმით ჩვენ სრულიად სხვა რეალობას ვხედავთ, როდესაც ხელისუფლება ყველა ნაბიჯს დგამს ისეთს, რომელიც საქართველოს არა თუ არ აახლოებს დასავლეთთან, არამედ აშორებს. ყველა ნაბიჯს დგამს ისეთს, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ტერიტორიული მთლიანობის შელახვას არა თუ არ ეწინააღმდეგება, არამედ ამაზე თვალს ხუჭავს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.