ელისაშვილი - ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება

ელისაშვილი - ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება

2-08-2022, 02:33 - 2022
1 113
       

„მიმყარდება აზრი, რომ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გარიგება შედგება“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში აღნიშნა, სააკაშვილი მომავლის ლიდერი აღარ არის.

სააკაშვილი 2004 წლის შემდეგ გულზე არ მეხატებოდა და ახლაც მისდამი დამოკიდებულება არ შემიცვლია,მაგრამ ერთი რაღაცისთვის მინდა შევაქო: ყოჩაღ, რომ ასეთი შვილი ჰყავს გაზრდილი. ფაქტია, რომ ეს არის სააკაშვილის შვილი, რომელიც არის ძალიან გონიერი და დაკვირვებულ რაღაცებს ამბობს. მან თქვა, რომ სააკაშვილი აღარ არის მომავლის ლიდერი და ამოწურა საკუთარი თავი, სააკაშვილმა ამას თვალი უნდა გაუსწოროს. ის საქართველოს ისტორიაში არის შესული ძალიან ეფექტური რეფორმებით და იმით, რომ ჯოჯოხეთი დაატრიალა საქართველოს ციხეებში. სააკაშვილი უბრალოდ „ჭედავს“ პროცესს, რაც ეხმარება მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ რაღაც გარიგება იქნება, რომელიც წაადგება ქვეყანას. თუ სააკაშვილი აღარ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, ეს იქნება კარგი. მან, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა საქართველოში თავი ამოწურა. როდესაც ორჯერ პრეზიდენტი იყავი, მთავარსარდალი და არაჟნებით მოიპარები, ეს არის ძალიან სამარცხვინო საქციელი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები