სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში ფულის სათხოვნელად წავიდა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში ფულის სათხოვნელად წავიდა

2-08-2022, 02:10 - 2022
676
       

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.

ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტი მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდება. 

შეხვედრისას გაგლოევი და კოზაკი ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ, მათ შორის, სამხრეთ ოსეთის სამინისტროებისა და უწყებების თანამშრომლებისთვის ხელფასების და პენსიების გაზრდას.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ე.წ. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ რუსეთის დედაქალაქს უკვე მეორედ სტუმრობს და მას აქამდე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ შეხვედრია. არც ამჟამინდელი ვიზიტის დღის წესრიგშია აღნიშნული პუტინთან შეხვედრის შესახებ და მხოლოდ მისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, დიმიტრი კოზაკთან შეხვედრაზე არის ყურადღება გამახვილებული.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები