„ერთ საათში ჩამოვფრინდები და მოდით ჩემთანო“ - დაღუპული პილოტის ზაზა ლორიას შვილი

„ერთ საათში ჩამოვფრინდები და მოდით ჩემთანო“ - დაღუპული პილოტის ზაზა ლორიას შვილი

1-08-2022, 13:30 - 2022
1 000
       

გუდაურში ტრაგიკული სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების ცხედრები გუშინ სამხარაულის ეროვნული ბიუროდან საცხოვრებელ სახლებში გადაასვენეს. 

მათი სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

„35 წელია მფრინავია და ამ საქმეს ემსახურება, უამრავ ოპერაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუკი სადმე რამე ხდებოდა, ყველაზე რთული, ყველაზე საპასუხისმგებლო რაც იყო ერთ-ერთი იყო ზაზა ყოველთვის. გასვლის წინ კი რაღაცნაირად შემომჩივლა გადაიჩეხა საწყალი ვიღაც პარაპლანისტი და უნდა წავიდეო, არ ვიცი, რაღაც ყოველთვის მიდიოდა ხოლმე შემართებით... მოტეხილი მდიოდა. ბოლო კომუნიკაცია ეს იყო, რომ ერთ საათში ჩამოვფრინდები და მოდით ჩემთან“, - ამბობს ანი ლორია, ზაზა ლორიას შვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები