რუსეთმა ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჯარისკაცები ააფეთქა

რუსეთმა ტყვედ აყვანილი უკრაინელი ჯარისკაცები ააფეთქა

30-07-2022, 22:50 - 2022
786
       

რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ სამხედრო დანაშაულს დროებით ოკუპირებულ ქალაქ ელენოვკაში 50 სამხედრო ტყვე ემსხვერპლა. 71 კი მძიმედ დაშავდა. 


ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ტყვეობაში მყოფი აზოვსტალის მცველების ბანაკზე საჰაერო იერიშები სპეციალურად მიიტანეს, მომხდარში კი უკრაინული მხარე დაადანაშაულეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსებმა უკრაინელი ტყვეები ბანაკებში სპეციალურად შეიყვანეს, შემდეგ კი დაბომბეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ბანაკში სავარაუდოდ წამებით მოკლული სამხედროების ცხედრები მოათავსეს და აფეთქებით საკუთარი სამხედრო დანაშულის დაფარვას შეეცადნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები