„აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ“ - პრემიერი ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე

„აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ“ - პრემიერი ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე
30-07-2022, 12:48 - 2022
803

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის ატეხვა მიზანშეწონილი არ არის. 

ამასთან, ღარიბაშვილი ამტკიცებს,  რომ ქვეყნის გაერთიანება არგაღიზიანების პოლიტიკით არის შესაძლებელი. 

არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, მე მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მე მათ შევახსენებდი, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ ჩვენ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში არის შენარჩუნებული სიმშვიდე, სიწყნარე, არის სტაბილურობა და ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა