უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა სამაშველო ოპერაცია გუდაურში.
ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანისტების დასახმარებლად მიფრინავდა ხევში ჩავარდა.
შსს ადასტურებს, რომ ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი, ეკიპაჟის ოთხი წევრი, ორი მაშველი და 2 მედიკოსი დაღუპულია.
"სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი.
მინდა, პირველ რიგში, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს...სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია.
დაშავებული ქართველი ამოიყვანეს ვინც იყო, ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს გადაყავს“, - ამბობს გომელაური.