გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა

გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა

29-07-2022, 23:26 - 2022
736
       

გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა. 


ცნობილი ხდება, რომ ვერტმფრენში 7 პირი იმყოფებოდა. მათგან ორი მფრინავი იყო, ორი ექიმი, სამი კი მაშველი. 

ასევე, ცნობილია, რომ პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად, იყვნენ დაშავებულები და მაშველები სწორედ მათ ამოყვანას ცდილობდნენ იმ დროს, როცა ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და ჩამოვარდა.

ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა გუდაურში 16 ივლისსაც მოხდა.მაშინ პარაპლანი ხევში ჩავარდა, რასაც არაბი ტურისტი ემსხვერპლა

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები