მელია - როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით...

მელია - როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით...
29-07-2022, 02:18 - 2022
360

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის მხარდამჭერებს მიმართავს.

მელია წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი მექანიზმი არსებობს და ეს ოლიგარქის ტყვეობიდან ქვეყნის გათავისუფლებაა.

დავფიქრდეთ და ადვილად მივხდებით, რატომაც თამაშობენ თქვენს გულწრფელ ემოციებზე. მათი მიზანი ერთადერთია - გაგვთიშონ და იბატონონ. მერწმუნეთ, ასე მხოლოდ გავუხანგრძლივებთ პატიმრობას მიხეილ სააკაშვილს.

მიშას სამკურნალოდ გადასაყვანად ბევრი კეთდება, ოღონდ მისი გათავისუფლების მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს - ოლიგარქის ტყვეობიდან უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა და ქვეყანასთან ერთად გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.

სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს!

ავტოკრატიულ სახელმწიფოში სხვა მექანიზმის მოფიქრება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, თავად მიხეილ სააკაშვილი არ მოიფიქრებდა თავის დროზე თანამებრძოლების ტყვეობიდან დასახსნელად, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ პატიმრობაში?

ახლა, როცა ცივილიზებულმა სამყარომ კედელთან მიიმწყვდია ოლიგარქი და როგორც არასდროს, ისე ახლო და გარდაუვალია ავტოკრატიის დამარცხება.

ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ერთობას, რადგან ძალა, რომელმაც უნდა დაამარცხოს ოლიგარქი, ჩვენს კონსოლიდაციაშია. სწორედ ამიტომ ცდილობენ ეჭვისა და შუღლის თესვას ასე გააფთრებით.

არ დავმალავ, არის მცირე ჯგუფი, რომელიც ჩვენს მხარდამჭერად აცხადებს თავს, რეალურად კი ცდილობენ საყრდენის გამოცლას. მათ აქვთ მიუღებლობა ყოველგვარი სიახლის, ახალი ამომრჩევლის, ახალგაზრდების, რომლებიც ამ ბოლო დროს გვიერთდებიან ბრძოლაში. გაშმაგებული ებრძვიან მათ, ყველანაირად ცდილობენ გული აუცრუონ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე. მათი მიზანი მარტივი და ვირეშმაკულია - არაფრის დიდებით არ დაუშვან არც ჩვენი რიგების ზრდა და არც ამომრჩევლის რიცხოვნობის ზრდა, რადგან მათ ზუსტად იციან რომ ამ შემთხვევაში ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია.

პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი!

ჩემთან ბრძოლით და ჩემი თუნდაც დამარცხებით კი, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს
“, - წერს ნიკა მელია. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა