„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ აქვს დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ხელისუფლების დახურულ შეხვედრებზე.
როგორც მან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში ყველაფერს იტყვის.
„როდესაც ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები, თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე, ბუნებრივია, რომ ეს კითხვები გვაქვს. ჩვენ არ გვინდა ამ წუთში ამ ყველაფრის თქმა და ღმერთმა არ ქნას, რომ ამის თქმის საჭიროება დადგეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო, სწორედ იმიტომ დავტოვეთ ჩვენ მმართველი გუნდი რომ ყველაფერს ვიტყვით ღიად. დეტალებში ვიცით შინაარსი. შანტაჟი არ არის ეს ჩვენი მხრიდან, უბრალოდ, როდესაც ისმება კითხვები, ამ კითხვებზე პასუხები არის საჭირო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.