5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

11-02-2022, 13:35 - 2022
807
       

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტებზე 6 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს.

პროცესზე „სირცხვილიას” ოფისთან და რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირების ეპიზოდს განიხილავენ. ამ ეპიზოდზე დაზარალებულად არიან ცნობილი „ტვ პირველის” ჟურნალისტი, მირანდა ბაღათურია, ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა და „პირველი არხის” ოპერატორი, ილია თვალიაშვილი.

ცნობილია ისიც, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან. სხდომაზე 5 ივლისს მედიის დაზარალებულ წარმომადგენლებს მოუსმენენ.

პროცესზე ჯამში 9 მოწმე გამოიკითხება. საუბარი „ფორმულას“, „მთავარი არხის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები