გრიგოლია - კობახიძემ სარკეში ჩაიხედოს

გრიგოლია - კობახიძემ სარკეში ჩაიხედოს

27-07-2022, 01:01 - 2022
794
       

ინგა გრიგოლია კობახიძეს ურჩევს, სარკეში ჩაიხედოს  და დაინახავს, ვინ უფრო ჰგავს პავლიკა მოროზოვს.

„ტვ პირველის“ პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელის თქმით,  ქართული მედიის „მოგუდვის“ ახალი ეტაპი იწყება.

ირაკლი კობახიძეს მინდა, შევთავაზო, სარკეში ჩაიხედოს, ის უფრო ჰგავს პავლიკა მოროზოვს, თუ მე. ეს ჩემი უბრალოდ რჩევაა. დასკვნას თავადვე მარტივად გააკეთებს. გავიცინებდით მის კომენტარზე და საშინელ თავდასხმებზე, რომ არ იყოს ის მმართველი პარტიის თავმჯდომარე.

როდესაც ირაკლი კობახიძე თავს ესხმის დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტს, ისეთი ფორმით, რაც ვნახეთ გუშინ, როდესაც დღეს თავს ესხმის სხვა არხების წარმომადგენლებს, მე და გიორგი თარგამაძეს, ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერზე წავა, თუკი მათ პატარა დისკომფორტი შეექმენება მედიის წყალობით. გადმოდიან მორალურ, რეპუტაციულ განადგურებაზე. ფიზიკური განადგურების მაგალითი გვიდევს 5 ივლისი და ლექსო ლაშქარავას ტრაგედია. ვვარაუდობ, რომ დაიწყება კიდევ ახალი ეტაპი, ქართული მედიის მოგუდვის
“,- ამბობს ინგა გრიგოლია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები