საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებებს და ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება. 
ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა:
„კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!"
ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!“, - წერს ზურაბიშვილი. 
 
    
    
 
 








 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 




 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
