სოსო გოგაშვილი - ივანიშვილი პირადად მოითხოვდა შემესრულებინა ყველა დავალება

სოსო გოგაშვილი - ივანიშვილი პირადად მოითხოვდა შემესრულებინა ყველა დავალება

24-07-2022, 01:41 - 2022
1 082
       

სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილე ციხიდან წერილს ავრცელებს.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მას პირადად სთხოვდა ყველა დავალების შესრულებას.

დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. მქონდა სამი არჩევანი: 

1. სამსახურიდან წამოსვლა 

2. ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა 

3. დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება, რომელიც, ხვდებით რომ ავირჩიე და ამიტომ ვზივარ აქ. ვინც მე მაკრიტიკებთ თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან არსად წასვლას
“, - წერს სოსო გოგაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები