საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გააკრიტიკა.
მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია არ იცის და ვერ აანალიზებს სიტუაციას.
„მას უნდა, ჩვენ კინკლაობაში შეგვიყვანოს, მაგრამ ამაში ნამდვილად არ შევყვებით, რადგან არანაირი ინტერესი არ გვაქვს პოლემიკაში და კინკლაობაში შევიდეთ პრეზიდენტთან. არ ვიცი, ამას რატომ აკეთებს. შეიძლება, თავისი როლი უნდა, წინ წამოწიოს, შეიძლება, ვიღაცის გავლენის ქვეშ არის, შეიძლება, რაღაცებს ვერ აანალიზებს, შეიძლება, კონსტიტუცია ვერ გაიგო კარგად. ბევრი მიზეზი შეიძლება, ჰქონდეს და შეიძლება, ყველა ერთად, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ და პრეზიდენტს არ შევყვებით კინკლაობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.