„ზურაბიშვილმა თქვა, რომ ომი ჩვენ დავიწყეთო“ - წულუკიანი

„ზურაბიშვილმა თქვა, რომ ომი ჩვენ დავიწყეთო“ - წულუკიანი

24-07-2022, 00:38 - 2022
774
       

ტელეკომპანია „პოსტვ“-ის ეთერში კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განცხადება, რომ 2008 წლის ომი დაიწყო საქართველომ, დამაზიანებელი აღმოჩნდა ქვეყნისთვის.

მახსენდება ერთი კონკრეტული, მწარე შემთხვევა, როდესაც სტრასბურგში ჩემი იურისტები მყავდა გაგზავნილი, უწყებათაშორისი შტაბი გვქონდა შექმნილი აგვისტოს ომის საქმეზე. ბოლომდე გვეთანამშრომლებოდა თავდაცვის უწყება, გენერალური შტაბი, შსს, სუს-ი და პროკურატურა, ამ ყველაფრის მთავარი ლიდერი, გამოძიების და იუსტიციის სამინისტრო დავის მწარმოებელი. აი ეს მთელი ბლოკი ვისხედით და ვმუშაობდით. შემდეგ მე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ვაგზავნიდი, რომ დავა დაეცვათ. მეორე მხარეს მათ დახვდებოდათ რუსი თანამშრომლები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ - თქვენ მოიგონეთ, თავს დაგვესხით, ისკანდერი გორში არ ჩამოგვიგდია, ეს ფოტოშოპია და ა.შ. და გამოდის ქალბატონი სალომე, რომელიც ამ დროს უკვე არის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამპანია მიდის და ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთო. ეს იყო ჩემთვის სერიოზული ხელშეშლა. მე ეს მისთვის არასოდეს მისაყვედურია და რაკი იმაზე მიდგა საქმე, ვის რა სურს და ვინ ვის ელოლიავება, ეს არის ჩემი სერიოზული პრეტენზია...“, - განაცხადა წულუკიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები