პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“  მხრიდან ევროპაში მისი ვიზიტების არაკონსტიტუციურად შეფასებასაც ეხმაურება. 
საზმაუს ეთერში მან თქვა, რომ უმრავლესობა, თავისი გამოსვლებით, კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს.
„მე შევასრულე ის მუხლი კონსტიტუციის [78-ე მუხლი], რომელიც მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც ჩემს შესაძლებლობაშია, რომ წინ წავწიოთ ევროინტეგრაცია. და სხვათა შორის ამ მუხლს ბევრი თავისი გამოსვლებით არღვევს სწორედ უმრავლესობა... ყველაფერს რომ აკეთებ იმისთვის, რომ არ მოხდეს [ევროინტეგრაცია], ეს არის კონსტიტუციის დარღვევა“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
 
 
    
    
 
 








 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 




 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
