„ქართული ოცნების“ მუშაობა არ მინახავს“ - ზურაბიშვილი

„ქართული ოცნების“ მუშაობა არ მინახავს“ - ზურაბიშვილი

22-07-2022, 00:41 - 2022
687
       

„ქართული ოცნების“ მუშაობა არ მინახავს“, - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.~

მან ასევე აღნიშნა, რომ უცნობია საიდან ავრცელებს მმართველი პარტია ომში ჩართვაზე ჭორებს.

მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში და ვის ხვდებიან. მმართველი გუნდისგან აქტიური სამუშაო არ მინახავს ევროპარლამენტთან და არც ცალ-ცალკე. სხვადასხვა დედაქალაქში არ მსმენია ომში ჩართვის შესახებ. ასე რომ, არ ვიცი, საიდან გაიგეს ეს. თუ ვინმე იყო ჩასული და ევროპელებს შეხვდა მაღალ დონეზე, მე ვარ, თუ ვინმე იყო ჩასული აშშ-ში და შეხვდა მაღალ დონეზე, მაქსიმალურად, რაც შესაძლებელი გახდა, მე ვარ და არსად გამიგია არც ერთი მოთხოვნა – ჩაერთეთ ომში. ეს არის სრულიად მოგონილი და სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, რომ ემთხვევა რუსეთის რიტორიკას. ეს სხვაგან არ გამიგია, აშშ-ში და ევროპაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები