ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სმადაში 25 წლის ბიჭი, საკუთარი სახლის ეზოში, გარდაცვლილი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი, უცნობია.
„არ ვიცით რა მოხდა, საღამოს აგერ, „ბირჟაზე“ იყო ბიჭებთან გამოსული, ერთობოდნენ, ხან დომინო ითამაშეს, ხან ნარდი. მშვიდად წავიდა, დაწვა დაიძინა. შემდეგ ბიძამ ნახა გარდაცვლილი, ატყდა ყვირილი და ერთ–ერთი ჩემი ბიჭიც შევიდა“, - განაცხადა გარდაცვლილის მეზობელმა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.