„მოვისმინეთ ანტიდასავლური რიტორიკა“ - ევროპარლამენტარი „ქართულ ოცნებაზე“

„მოვისმინეთ ანტიდასავლური რიტორიკა“ - ევროპარლამენტარი „ქართულ ოცნებაზე“

21-07-2022, 22:49 - 2022
684
       

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპელ კოლეგებთან ერთად თბილისში იმყოფებოდა და მთავრობის წევრებს ხვდებოდა.

მისი განცხადებით, მმართველმა გუნდმა შეხვედრაზე რიტორიკა შეცვალა, რაც მისასალმებელია.

ძალიან კარგია, რომ მმართველმა გუნდმა რიტორიკა შეცვალა, ბედნიერი ვარ რომ ეს მესმის, სხვა რისი თქმა შემიძლია? ფაქტები ფაქტებია. 

სამწუხაროდ, მოვისმინე ანტიდასავლური რიტორიკა, მაგრამ თუ ახლა ეს შეიცვალა კარგია. დაველოდოთ და ვნახოთ რა მიდგომები ექნება მმართველ გუნდს დღეს. 

თუ მათ სურთ ევროკავშირის წევრობა, უნდა იცოდნენ, რომ მათი პარტნიორები ვართ და მხარს ვუჭერთ ამ ქვეყანას, ჩვენ გვინდა საქართველო ვნახოთ ევროკავშირში, მაგრამ იქამდე წინ ბევრი კრიტერიუმია
“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები