„გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას დახმარებას გაუწევდა“ - ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

„გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას დახმარებას გაუწევდა“ - ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

21-07-2022, 22:42 - 2022
595
       

„გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა“, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.  

საქართველო - უკრაინის პარტნიორობის 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის დაშოშმინებისა და არგაღიზიანების პოლიტიკა მხოლოდ ახალისებს პუტინის რეჟიმს.

დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მიწაზე ომს აწარმოებს, გვქონდა მოლოდინები, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწევდა, სამწუხაროდ ეს არ ხდება და არ აკმაყოფილებს ჩვენს მოლოდინებს და გაგებას, თუ რას ითვალისწინებს სტრატეგიული პარტნიორობა“, - განაცხადა კასიანოვმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები