„თავს ზემოთ ძალა არ არის, რა მექნა!“, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ მერაბ ჯორბენაძემ „ტვ პირველს“ განუცხადა.
მერაბ ჯორბენაძემ ნიკა გვარამიას სხდომა გადადო.
„თუ ვინმე მიცნობს, შეუძლია თქვას, რომ არავის დაკვეთა არასდროს შემისრულებია და არც შევასრულებ. არავის სასარგებლოდ არ მივიღებ გადაწყვეტილებას. ვისი დაკვეთაც შეიძლება შევასრულო, ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და კანონი. მთელი სექტემბერი გადატვირთულია. ვიღაცის პროცესს ვერ ამოვიღებ და სხვა პროცესს ვერ ჩავნიშნავ“, - აცხადებს მოსამართლე.