კობახიძე - კარლ ჰარცელი საქართველოში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა

კობახიძე - კარლ ჰარცელი საქართველოში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა

21-07-2022, 01:18 - 2022
477
       

დასავლელი პარტნიორები და ელჩები კვლავ „ქართული ოცნების“ თავდასხმის მთავარი სამიზნეა. 

პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კრიტიკის ობიექტი ამჯერად ევროკავშირის უკვე ყოფილი ელჩი, კარლ ჰარცელი გახდა.

ჩვენ ვერიდებოდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასზე კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო მოქმედი ელჩი ევროკავშირის, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში, ეს იყო მიმდინარე პროცესი და ასე შემდეგ. თუმცა, დღეს, როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს“, - განაცხადა კობახიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები