სამნიძე - გამიკვირდება, „ქართული ოცნება“ ადეკვატურად რომ შეხვდეს სესიას

სამნიძე - გამიკვირდება, „ქართული ოცნება“ ადეკვატურად რომ შეხვდეს სესიას

18-07-2022, 11:45 - 2022
485
       

„ქართული ოცნება“ რა მიზეზს იპოვის იმისთვის, რომ არ შედგეს სასესიო სხდომა, ჩემთვის უცნობია, თუმცა გამიკვირდება, რომ ადეკვატურად შეხვდნენ ჩანიშნულ სესიას“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არის საკითხები, რომლის გადაწყვეტაც აუცილებელია 12 პუნქტის შესასრულებლად და ამისთვის სასესიო დარბაზში მსჯელობა.

„რა საჯარო განცხადებებიც მოვისმინე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან, რა თქმა უნდა, მოლოდინი არ არის, რომ ისინი ადეკვატურად შეხვდებიან ამ მოთხოვნას და გაიმართება სასესიო სხდომა. 

უფრო მოლოდინი მაქვს, რომ ისინი მოძებნიან რაღაც მიზეზს იმის მსგავსად, რაც ვიხილეთ წინაზე, როდესაც ჩაინიშნა სხდომა და ჩაკეტეს სასესიო დარბაზი. 

ამჯერადაც ისინი არ ჩაატარებენ სხდომას, თუმცა ყოველთვის აქვს აზრი, რომ ჩვენ რეგლამენტის გამოყენებით ყველა ღონეს მივმართოთ იმისთვის, რომ სხდომა შედგეს. 

ოპოზიცია ამისთვის ნაბიჯებს დგამს და იმედს მაინც ვიტოვებ, რომ „ქართული ოცნება“ გაითვალისწინებს არსებულ რეალობას და ამ ისტორიულ შანსს, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ და ნახავს პოლიტიკურ ნებას, ძალას იმისთვის, რომ ამ რთულ მომენტში შედგეს სასესიო სხდომა და ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია 12 პუნქტის შესასრულებლად
“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები