მანჯგალაძე - რიგგარეშე სესიაზე უმრავლესობა თუ არ მოვა, ეს იქნება ევროპული ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი და ბოიკოტი

მანჯგალაძე - რიგგარეშე სესიაზე უმრავლესობა თუ არ მოვა, ეს იქნება ევროპული ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი და ბოიკოტი

18-07-2022, 11:35 - 2022
539
       

„ქართული ოცნებისგან“ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ყველა მექანიზმს არ გამოიყენებენ იმისთვის, რომ რიგგარეშე სესია არ შედგეს“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რიგგარეშე სესიაზე უმრავლესობა თუ არ მოვა, ეს არ იქნება მხოლოდ სესიის საბოტაჟი და ბოიკოტი, ეს იქნება ევროპული ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი და ბოიკოტი.

მათ შეუძლიათ, სესიაზე არ გამოცხადდნენ, ყველაფერს გააკეთებენ, რათა 12 პუნქტიდან ის სამი პუნქტი, რომელიც ჩვენ მიერ არის დასახელებული და ამ სხდომაზე განსახილველი, ამის განხილვა არ მოხდეს. ძალიან გამიკვირდება და გაოცებული დავრჩები, თუ „ქართული ოცნება“ საწინააღმდეგოს გააკეთებს, დღესაც მოვა ბიუროზე, ხვალ სხდომაზე მოვლენ და ამ განხილვებში ჩაერთვებიან. სესიაზე უმრავლესობა თუ არ მოვა, ეს არ იქნება მხოლოდ სესიის საბოტაჟი და ბოიკოტი, ეს იქნება ევროპული ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟირება და ბოიკოტი. აქ საუბარი არ არის ერთ პლენარულ სხდომაზე, ეს იქნება პირდაპირი ლუსტრაცია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება და ევროპაში ინტეგრაცია არ უნდა“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები